ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი კიევს სტუმრობს

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ქსავიე ბეტელი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ პრემიერი „ტვიტერში“ წერს.
„კიევში ჩამოვედი, რათა გამოვხატო ლუქსემბურგის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, სანამ რუსეთის ომი გაგრძელდება, ლუქსემბურგი უკრაინას გვერდში დაუდგება“, - წერს ქსავიე ბეტელი.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, ლუქსემბურგმა რუსეთის ფედერაციის 4 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები დააყადაღა.

























