აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) და Gazelle Finance-მა ახალი პროგრამა დაიწყო ომის შედეგად დევნილი უკრაინული კომპანიების მხარდასაჭერად

DFC-მა და Gazelle Finance-მა განაცხადეს, რომ იწყებენ ეკონომიკური აღდგენის პროგრამას, რომელიც ტექნიკურ დახმარებას გაუწევს უკრაინულ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME), რომელთა საქმიანობაზეც ომმა უარყოფითად იმოქმედა. ახალი პროგრამა ეფუძნება DFC-ის უკვე არსებულ ინვესტიციას Gazelle-ში, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საკვანძო სექტორებში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, განვითარების გასაძლიერებლად. ახალი პროგრამის მიზანია დაეხმაროს უკრაინულ კომპანიებს ბიზნესის უწყვეტობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და მათი პროდუქტებისა და სერვისებისთვის, ოპერაციული კავშირისა და ახალი ბაზრების გაფართოებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში,მათ შორის საქართველოში. მოსალოდნელი შედეგია არა მხოლოდ უსაფრთხო თავშესაფრის უზრუნველყოფა ამ კომპანიების მუშაკებისთვის, რომლებიც ომის შედეგად, უკვე იძულებით გადაადგილებულნი არიან, არამედ ამ კომპანიებისთვის ბიზნესის გაგრძელების, სწრაფი ადაპტაციისა და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობაც, შემოსავლების ზრდისთვის, რაზედაც ომმა მძიმე გავლენა იქონია.

„DFC-ის ტექნიკური დახმარების პროგრამა Gazelle Finance-თან ერთად უზრუნველყოფს პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას საქართველოში დევნილი უკრაინელებისთვის, კერძო სექტორში ინვესტიციების მეშვეობით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც ბარიერებს აწყდებიან ფინანსებზე წვდომის კუთხით- თქვა სკოტ ნათანმა, DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ეს პროგრამა დაეხმარება უკრაინულ კომპანიებს გაუკლავდნენ ამ რთულ პერიოდს. დროთა განმავლობაში, აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს და შექმნის ახალი ბაზრის შესაძლებლობებს მათი ბიზნესის ზრდისთვის”

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, 50 000-ზე მეტი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში, რომელთაგან ბევრი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, და დისტანციურად მუშაობს წამყვან უკრაინულ კომპანიებში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში. საქართველო იკავებს მე-7 ადგილს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში და მას უაღრესად ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი აქვს. ეს ყველაფერი ინფორმაციული ტექნოლოგიების კლასტერთან ერთად, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის თბილისში, გაჩნდა, უკრაინელი მეწარმეებისთვის აქ ბუნებრივ ბაზარს ქმნის.

„Gazelle Finance-ს გაუმართლა, რომ DFC, ჩვენი ფონდის ინვესტორია, რადგანაც DFC ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ინსტიტუციურ ინვესტორებს შორის, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს კერძო სექტორის ინვესტიციებს ევრაზიის რეგიონში“, - თქვა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „DFC-მა და სხვა ჩვენმა ინვესტორებმა FMO-მ და DGGF-მა შეძლეს სწრაფი რეაგირება ამ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შედეგად გაჩნდა; ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ეკონომიკური აღდგენა ახლა იწყება და რომ მეზობელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ითამაშებენ კრიტიკულ მაკავშირებელ როლს უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

DFC-სა და Gazelle Finance-ს შორის პარტნიორობა სარგებლობს USAID Georgia-ს გრძელვადიანი მხარდაჭერით, რომელიც ასევე საგრანტო მხარდაჭერას უწევს Gazelle Finance-ის პორტფელის კომპანიებს საქართველოში, რათა დაეხმაროს მათ COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში.

2022 წლის 21 ივნისს Gazelle Finance-ის პორტფელის კომპანიამ და DFC-ის ბენეფიციარმა Fruit Logistics-მა უმასპინძლა ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამის ხელმოწერის ცერემონიას. ბიზნესი, რომელსაც მთლიანად ფლობს ქალი, ცივი შენახვის წამყვანი კომპანია Fruit Logistics არის ლიდერი თბილისის ბიზნეს საზოგადოებაში და წარმოადგენს DFC-ს, USAID-სა და Gazelle-ს შორის პარტნიორობას. DFC-ისა და USAID-ის მხარდაჭერა Gazelle-სა და ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამისთვის, რომელიც დღეს გამოცხადდა, წარმოჩენს კერძო სექტორის მიმართ აშშ-ის გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოში.

Gazelle Finance-ის შესახებ

Gazelle Finance არის აშშ-ის საინვესტიციო ფონდების მართვის კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ევრაზიის რეგიონში, მიმდინარე აქცენტით საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. მისი მისიაა შექმნას უკეთესი ფინანსური მომავალი ქმედუნარიანი მეწარმეებისთვის და იმ თემებისთვის, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. კომპანია ცდილობს გამოავლინოს ხარვეზები და ბარიერები კაპიტალის ბაზრებზე და უზრუნველყოს დაფინანსების უზრუნველყოფა პასუხისმგებლიანი მეწარმეებისთვის, რომლებიც ყურადღებით არიან შერჩეულნი. ბიზნესის ზრდაზე ყურადღების გამახვილებით, Gazelle Finance ეხმარება ადგილობრივ ბაზრებს და ეკონომიკას გაფართოებაში და მოაქვს მოგება ინვესტორებისთვის.

DFC

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. DFC პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის რომ დააფინანსოს გადაწყვეტილებები, განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს ფინანსებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალებისთვის განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მომუშავეთა უფლებებს.

USAID-ის შესახებ საქართველოში

USAID, როგორც აშშ-ის მთავრობის წამყვანი განვითარების სააგენტო, მხარს უჭერს საქართველოს შესაძლებლობების ზრდას, რათა ქვეყანამ შეძლოს განვითარების გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებების თავად დაფინანსება, დაგეგმვა და განხორციელება. USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს ქვეყნის გარდაქმნას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკურ ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი პროგრამა აძლიერებს საქართველოს მდგრადობას მავნე გავლენის მიმართ, განამტკიცებს დემოკრატიულ მიღწევებს მოქალაქეზე ორინტირებული გაძლიერებული მმართველობით და ხელს უწყობს მაღალ ანაზღაურებად დასაქმებას გაძლიერებული ეკონომიკური ზრდის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia .

(R)

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა