სააკაშვილი ოცნებობს რაღაცებზე უკვე ამდენი წელია, ახლა ციხიდან ოცნებობს, მანამდე ციხის გარეთ ოცნებობდა, ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია - არავითარი ტექნიკური მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები აქ არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ტექნიკური მთავრობის შექმნაზე.
კობახიძის თქმით, „ბაკურიანის გეგმას განხორციელება არ უწერია".
„პოლარიზაციის შემცირება იყო მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის და ყველა ეს მესიჯი ემსახურება პოლარიზაციის გაღვივებას. პირდაპირ უპირისპირდებიან ევროპას და მის პირველივე მოთხოვნას, რომელიც ჩადებულია დასკვნაში. მათ არ უნდათ ევროპა - ეს არის რეალობა, მათი რეალური შიგთავსი და შინაარსი. ყველა ეს იდეა - ხელისუფლების ცვლილება, რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. არის პოლარიზაციის რიტორიკის გაგრძელება, რითაც ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ევროპას,"- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"