„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სპეციალური მიწვევით სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს  მართავს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სტრასბურგში, ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები” ავრცელებს.

მათი ცნობით, პაატა დავითაია სტრასბურგში , სპეციალური მიწვევით იმყოფება. ის შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანს სიმონა გრანატა- მენგჰინს.

პაატა დავითაიამ ვენეციის კომისიის მდივანს სიმონა გრანატა- მენგჰინს ქართული ოპოზიციური პარტიების საერთო მიმართვა გადასცა , რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება.

დავითაიას განცხადებით,ახლა, როდესაც ევროკავშირის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებაა, ვენეციის კომისიაში ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფისთვის. ეს ძირითადად ეხება იმ მოთხოვნებს, რასაც ევროკავშირი უყენებს საქართველოს, ეს არის საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა, კერძოდ ოპოზიციის როლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

შეხვედრებზე დეტალური მსჯელობა გვქონდა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია დღის წესრიგში დაბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული 2 % იან ბარიერი, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, თუმცა შემდეგ ეს საკითხი გადაიდო. როგორც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, 2 % იანი ბარიერის შემოტანა გააძლიერებს დემოკრატიის როლს.

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობისგან ხაზგასმით იყო ინტერესი საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით. თავის დროზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების გატარება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცით მოხდა. შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული საარჩევნო ბლოკების დაბრუნება კონსტიტუციურ ცვლილებებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ცალსახად ითქვა, რომ ვენეციის კომისიის ახალი ხელმძღვანელობის მიერ მონიტორინგი გაეწევა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, რაც არის ერთ-ერთი გადამწყვეტი რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად“, - განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიაში გამართულ ორმხრივ შეხვედრებს „ევროპელი დემოკრატების“ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ია პირტახია ესწრება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს