მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილზე“ ჩატარების ინიციატივით გამოდის

მოსკოვმა შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა მოითხოვოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შორის გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად დგება სხდომების ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის საკითხი“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მოსკოვს მიაჩნია, რომ არსებულ პირობებში პრიორიტეტად უნდა დარჩეს თბილისის მიერ ცხინვალსა და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება, ასევე „საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება.“

„ამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის გარეშე ამიერკავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის გადადების შესახებ, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი, თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად, მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციების გარეშე მიიღეს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა