გიორგი ხოჯევანიშვილი - მადლობა მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ იყვნენ აქციაზე, ეს იყო ნამდვილად გულწრფელი, ემოციური და მშვიდობიანი აქცია

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მეგობრებს და ჩვენს თანამოაზრეებს, რომლებიც გუშინ იყვნენ აქციაზე, ეს იყო ნამდვილად გულწრფელი, ემოციური და მშვიდობიანი აქცია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, როდესაც "ქართული ოცნება" აქციაზე მისულ მოქალაქეებს "ნაცს" ეძახის შეცდომაა და კიდევ უფრო ღრმა უფსკრულს აჩენენ ხალხში. ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი დამოკიდებულებებით "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღვივებს.

"მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას", მართლა საინტერესოა ხვდებით და აცნობიერებთ თუ არა, რომ ახალი რეალობაა შექმნილი ამ შენობის გარეთ და საზოგადოებაში სხვა მოლოდინებია გაჩენილი. მაგრამ გუშინდელი თუ დღეს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციები, რომ აქციაზე მისულ ყველა ადამიანს "ნაცს" ეძახით, ეს დიდი შეცდომაა და კიდევ უფრო ღრმა უფსკრულს აჩენთ ხალხში. გავიწყდებათ, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღვივებთ ამ დამოკიდებულებებით და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უგულებელყოფთ ევროკომისიის დასკვნის პირველ პუნქტს - პოლარიზაციის შემცირების მოწოდებას", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომელზეც ერთობლივი მუშაობის დასაწყებად ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართეს.

"საერთოდ თუ გახსოვთ, რომ 2022 წლის ბოლომდე ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, არა ფასადური, არამედ რეალური რეფორმებია დასაწყები! ჩვენმა გუნდმა სრულ პოლიტიკურ სპექტრს გუშინ შევთავაზეთ რეფორმების ჩამონათვალი და კონკრეტული გეგმა. შემხვედრი სურვილის შემთხვევაში ბუნებრივია, ეს არის ის დოკუმენტი, რომლის კორექტირებაზეც შესაძლებელია მუშაობა, მაგრამ ამისთვის რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, პირველ რიგში თქვენგან საჭიროა შეცდომების აღიარება, ამის გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა. აუცილებელია ევროპას დავანახოთ, რომ შესაძლოა, კომპრომისის კონტურები გამოიკვეთოს ჩვენს ქვეყანაში და ამით საქართველოს შევუნაჩუნოთ ევროპული პერსპექტივა და მომავალი", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს