დავით ზილფიმიანი - დღეს როდესაც მილოცავთ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაინტერესებს რას მილოცავთ?! კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა შეგვემთხვა - იმის მაგივრად, ხელში ორი აგური გვეჭიროს, ვმხიარულობთ

დღეს როდესაც მილოცავთ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაინტერესებს რას მილოცავთ?! კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა შეგვემთხვა - იმის მაგივრად, ხელში ორი აგური გვეჭიროს, ვმხიარულობთ - თითქოს მასწავლებლებმა ჩაგვტოვეს კლასში! - ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი დავით ზილფიმიანი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს გამოეხმაურა.

ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტია და იმედი აქვს, რომ “24-ში შეიძლება ბედნიერება გვეწვიოს და ოპტიმისტური ცვლილება მოხდეს“.

„ჩვენს თავს ვკითხოთ, რა გავაკეთეთ. ზოგიერთ ჩემს კოლეგას, თავი რომის პაპზე დიდი კათოლიკე გონია, რა გააკეთა, ევროპის საპარლამენტო წრეებში იმის მტკიცების გარდა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება არ შეიძლებოდა? არსებობს ამის ფაქტებიც და ახლა ჩვენ გვმოძღვრავთ.

ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. პრეზიდენტი ხომ კარგად ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო. აი მაგალითად ნიკა გვარამიას საკითხი ავიღოთ - მე ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ განთავისუფლებაზე. არ სჭირდება ამას ჩვენი სასამართლო სისტემის ავ-კარგიანობაზე საუბარი. უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა ამის გამართლება რამით? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და ინტელექტუალია. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ რომ შველა შეიძლება?!“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო