ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"ევროპა და დასავლური დემოკრატიული ქვეყნები უკრაინაზე ძალადობრივ თავდასხმას არ ეთანხმებიან", - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიეწოდებოდა უკრაინას იარაღი, რუსეთს კი - მკაცრი სანქციები დაუწესდა.

“ეს სანქციები მუშაობს. დიახ, ეს სანქციები ჩვენც გვავნებს, ისინი ჩვენს კომპანიებს აზიანებენ, მაგრამ ის არის სწორი. თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, დემოკრატიას თავისი ფასი აქვს, მეგობრებთან და პარტნიორებთან სოლიდარობას თავისი ფასი აქვს. ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ეს ფასი", - აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას კიევის მახლობლად მდებარე ირპენში გამგზავრებით მისთვის ნათელი გახდა, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

"არასოდეს დამავიწყდება საშინელებათა ის სურათი, რომლებიც იქ ვნახე", - დასძინა შოლცმა.

ამასთან, მედიის ცნობით, შოლცმა ასევე დაადასტურა გერმანიის ერთგულება, დაუდგეს გვერდით ლიეტუვასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მოკავშირეებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა