სერგო ჩიხლაძე - ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, რაც მთავარი ბარიერია სტატუსის მოპოვების გზაზე

ბრიუსელში მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ე.წ. ტრიოს ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საქართველოდან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სერგო ჩიხლაძეც ესწრებოდა.

ჩიხლაძემ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების სიარულეში მოყვანა შესაძლებელია, თუმცა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში შეუძლებელი.

“მთავარი ამოცანა დღეს იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვეგებინებინა ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, ჩემი გამოსვლაც ამაზე იყო ორიენტირებული, რომ ის 12 რეკომენდაცია რომელიც ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას დაუწესა შესრულებადია წლის ბოლომდე, უბრალოდ აქ არის ერთი მთავარი ბარიერი, ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, შესაბამისად, პირველი ამოცანაა “დეოლიგარქიზაცია”, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა