რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი - კალინინგრადისკენ სარკინიგზო ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგები ლიეტუვის მოსახლეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკოლაი პატრუშევი ლიეტუვას ევროკავშირის მიერ სანქცირებული ტვირთის კალინინგრადისკენ სარკინიგზო ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვების გამო „სერიოზული შედეგებით“ ემუქრება.

"რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს", - განაცხადა პატრუშევმა კალინინგრადში ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, "სათანადო ღონისძიებები" მუშავდება და უახლოეს მომავალში მიიღებენ.

„მათი შედეგები სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, - აღნიშნა პატრუშევმა.

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გუშინვე, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ. მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი, მარკუს ედერერიც.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის