ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ელიზაბეტ ბორნის მიმართვა არ დააკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნს გადადგომის მოთხოვნით მიმართვაზე უარი განუცხადა.

ელისეის სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა სახელმწიფოს მეთაურს გადადგომის შესახებ დღეს დილით წარუდგინა წერილი, რაზეც მაკრონისგან უარი მიიღო.

მაკრონმა უარი თქვა აღნიშნულ შეთავაზებაზე, რადგან "მთავრობამ უნდა იმოქმედოს".

მედიის ცნობით, პრემიერი ბორნი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მაკრონის კოალიციამ გასულ კვირას უმრავლესობა დაკარგა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ალიანსმა წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მაკრონის ალიანსს აბსოლუტური უმრავლესობის მისაღებად 44 მანდატი აკლია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან