ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ტელეფონით ისაუბრეს და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ იუწყება.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ომის დროს უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის. შევთანხმდით ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე. მადლობელი ვართ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის,“- წერს ზელენსკი.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ვიქტორ ორბანი უკრაინაში მიიწვია.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს