ოლექსი გონჩარენკო - საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს - მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც

საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროსაბჭოს სხდომაზე მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს.

„ძვირფასო ძმებო, ჩვენ უნდა მხარი დაგიჭიროთ თქვენ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი იქნება და მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპი). ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ", – აღნიშნა გონჩარენკომ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა