ირაკლი ქადაგიშვილი - აქციაზე ხალხის რაოდენობა იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე ვპროგნოზირებდი - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს აქცია რევოლუციის წინაპირობაა, ცდება

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც: იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირებაც - ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს აქცია რევოლუციის წინაპირობაა, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ აქციაზე მისულთა შორის "ძალიან დიდი რაოდენობა იყო ნეიტრალური".

მისი თქმით, ხალხი ხელისუფლებისგან მკაფიო დღის წესრიგს ითხოვს.

„ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი. ჩემი აზრით, ევროკავშირის თემა ზოგადად საზოგადოებისთვის არის სენსიტიური და ხალხს ჰქონდა და აქვს იმის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა - ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს.

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც - იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირებაც, რადგან იქ არ იყო ერთი რომელიმე პარტიის ან, პარტიათა ჯგუფის ამომრჩეველი - იქ იყო ძალიან დიდი რაოდენობა ნეიტრალური.

მე ამ აქციით დავინახავდი ორ რამეს - ერთ გზავნილს ხელისუფლების მიმართ და მეორეს, ზოგად გზავნილს რაც იყო ამ აქციის ოფიციალური სლოგანი „ევროპისაკენ“. ხალხი ხელისუფლებისგან ითხოვს მკაფიო დღის წესრიგს აი, ამ 6 თვის განმავლობაში.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს აქცია რევოლუციის წინაპირობაა, ძალიან ცდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს აქცია არის ხალხის ნების დემონსტრირება ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, ეს სწორია და ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ამ აქციით უნდა დაინახოს უფრო მეტი შესაძლებლობა მისი პოლიტიკური აქტიურობის გაზრდის, ეს არის სწორი ხედვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა