უკრაინის წარმომადგენელი გაეროში - რუსეთის შესაჩერებლად უკრაინას აქვს  ხელმძღვანელობის საჭირო ნება,  არმიისა და ხალხის სიმტკიცე და სიმამაცე, ისევე როგორც უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა

რუსეთის შესაჩერებლად, ფრონტზე მყოფ უკრაინას აქვს საკუთარი ხელმძღვანელობის საჭირო ნება, თავისი არმიისა და ხალხის სიმტკიცე და სიმამაცე, ისევე როგორც უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა - ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვინაიდან უკრაინა იბრძვის თავისი არსებობის უფლებისთვის, დაშოშმინება VS ანგარიშვალდებულების დილემისთვის არ არის ადგილი“, - აღნიშნა კისლიცამ.

დიპლომატის თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ შეაჩერებს.

„ეს ყველამ უნდა შევაჩეროთ, რაც მალე მით უკეთესი. მოდით, ახლავე დავასრულოთ რუსული ფაშიზმი", - განაცხადა გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო