„რადიო თავისუფლება“ - ევროპული საბჭოს დოკუმენტის თანახმად, საბჭო მზადაა, პრიორიტეტის შესრულების შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერში“ წერს.

მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭო, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ევროპული საბჭოს დოკუმენტის საბოლოო პროექტის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აღნიშნავს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 23-24 ივნისს სამიტს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო