აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ლიეტუვა ნატო-ს წევრია, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას

ლიეტუვა ნატო-ს წევრია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა შეერთებული შტატები მხარს ლიეტუვის მიერ სანქციების აღსრულებას და დაუჭერს თუ არა ლიეტუვას მხარს რუსეთის მხრიდან რაიმე საფრთხის შემთხვევაში.

მისი თქმით, ლიეტუვა ნატოს წევრია და მხარს უჭერენ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

„ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ნატო-ს ალიანსის საფუძველია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიეტუვას“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს