მიხეილ სარჯველაძე - 17 ივნისს წარმატებას მივაღწიეთ, ვინც იცნობს ევროინტეგრაციის პროცედურებს, არ მგონია ასეთი აზრი დაებადოს, რომ პრემიერი პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე

17 ივნისს წარმატებას მივაღწიეთ - ვინც იცნობს ევროინტეგრაციის პროცედურებს, არ მგონია ასეთი აზრი დაებადოს, რომ პრემიერ- მინისტრი პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე, მე ვერ დავარქმევდი ამას წარუმატებლობას,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება, სწორად შეფასდა და შესაძლოა, პრემიერთან დღეს ამ საკითხზეც იყოს კითხვები.

"ჩვენ ასე ვუყურებთ საკითხს, რომ 17 ივნისს მიღწეულია წარმატება და ეს გახლავთ ევროინტეგრაციის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი, გვაქვს ახლო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები, რომლის მეშვეობით კიდევ უფრო მეტად იქმება შესაძლებელი ევროპასთან დაახლოება.

ასეთი საკითხის დაყენება (რომ პრემიერი პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე და უნდა გადადგეს) აბსურდულიც არის და არაკორექტულიც. ვინც იცნობს ამ გზას, ევროინტეგრაციის პროცედურებს, ვისაც წაუკითხავს კონკრეტული დოკუმენტები, რომლის კომენტირებასაც აკეთებენ, არ მგონია ასეთი აზრი დაებადოს, რომ პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე. მე ვერ დავარქმევდი ამას წარუმატებლობას და ვერავითარ ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ აქედან გამომდინარე",- განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება.

ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც დასმულ კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

„ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 17 ივნისს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს