კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება ვთქვა, ქვეყნის დასჯა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმემ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. არავის ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში არ მიეცემა“,-განაცხადა კალაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, „საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით“.

„გულდასაწყვეტია ის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება ვთქვა, ქვეყნის დასჯა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ამ სტატუსის მოპოვებას შევძლებთ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.

„2 ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო სტატუსის გარეშე დატოვეს, ეს ძალიან ცუდი და სამწუხაროა. ვიცით ეს ყველაფერი რატომ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი შესრულდეს, როგორც ეს გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სტატუსს მივიღებთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო საინტერესო ადგილზე არ არის. პირდაპირი განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 10 წელია ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საოცრებაა და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც და გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და ერთი საერთო მიზანი გვაქვს-საქართველოს გაწევრიანება ერთ დიდ ევროპულ ოჯახში“,-განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში