ბელარუსმა უკრაინის საზღვართან წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ახლოს, გომელის ოლქში, სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო, რომლებიც 1 ივლისამდე გაგრძელდება, - ამ ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

"ყოველწლიური წვრთნები, ისევე როგორც წინა წლებში, ახლაც ჩატარდება. წვრთნების მიზანია დავალებების შესრულების დროს სამხედროების მზადყოფნა შეამოწმოს", - წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, წვრთნებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართვა იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო