ირაკლი კობახიძე პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციაზე - ეს არის იმ ადამიანების ოცნება, რომლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში, რომელსაც ახდენა არ უწერია

ეს არის სრულიად აბსურდული შეკითხვა და იმ ადამიანების ოცნება, როლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. იცით, რომ ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას შეეხებოდა.

„რისთვის [უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი] იმისთვის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა „ტრიოში?“ - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ვერ ფიქრობს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციიდან შესასრულებელია ერთი პუნქტი.

„მათ გარკვეული გეგმა აქვთ შემუშავებული 2 თვის წინ, როდესაც შეიკრიბნენ. როგორც მათ გამოაცხადეს, ეს არის „წალეკვის“ გეგმა. ეს მათი ტერმინია, რომელიც გამოიყენეს წინა აქციაზე. ეს არის ის გეგმა, რომელსაც რა თქმა უნდა, არ უწერია განხორციელება. ამის იქით ისინი ვერ ფიქრობენ, ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან შესასრულებელია ერთი პუნქტი - დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ, ეს არის დეპოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ფიქრობდნენ ამ პირველი რეკომენდაციის შესრულებაზე, ყველაფერს აკეთებენ ამის საპირისპიროდ. ეს მათი სახეა. აქედან ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა ერთობას, „შულავერის კომიტეტს“, ერთადერთი მიზანი აქვს ე.წ. წალეკვა, რაც დააანონსეს და რასაც განხორციელება არ უწერია“.

"მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის და ვერ ეღირსებიან საქართველოს წალეკვას. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. მათი დღის წესრიგია წალეკვა და ეს არის სწორედ პოლარიზაციის დღის წესრიგი. პირდაპირ არღვევენ პირველ პუნქტს, რომელიც ჩადებულია ევროკომისიის დოკუმენტში“, - აცხადებს კობახიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის