ირაკლი კობახიზე - რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე - ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი

რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან - ეს არის კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება, ისინი პოლიტიკაში არიან ჩართული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ შეაფასა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და მას „ღირსებას მოკლებული დოკუმენტი“ უწოდა.

„რაც შეეხება კომისიის რეკომენდაციას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ეს პუნქტი ჩაიდო სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სახელებსა და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით - საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, არიან - ეს არის: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება და ისინი არიან ჩართული პოლიტიკაში. მათ აქვთ გავლენა მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რომელიც მითითებულია მაგალითად, უკრაინულ კანონში, შესაბამისად, ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო - ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა. ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ „ნეგატიური ფონი შეუმზადა“ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვიანებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები, მათ შორის კუბილიუსი და ფოტიგა, არიან ის ადამიანები, რომლებიც „ლობირებდნენ ღირსებას მოკლებულ რეზოლუციას“.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან ეს არის ევროპარლამენტი და არა აღმასრულებელი სტრუქტურა. როდესაც აღმასრულებელი სტრუქტურა აქვეყნებს საკუთარ დოკუმენტს, ის ბიუროკრატიულად პასუხს აგებს იქ არსებულ ჩანაწერებზე, განსხვავებით ევროპარლამენტისგან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან წელიწადნახევრის წინ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე და ამ პირობას იცავს ბოლომდე. არცერთი ფაქტი არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რამე ფორმით ჩაერია პოლიტიკაში ან მედიის ცხოვრებაში. უკრაინული კანონმდებლობა რომ დავაკოპიროთ, მარტივი ჭეშმარიტება დადგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ის, რომ ადამიანს აქვს რაღაცაზე მეტი ფული - 85 მილიონ დოლარზე მეტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ოლიგარქი. არის სხვა პირობები, რომლებსაც არ აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილი. მაგალითად, რაც შეეხება კეზერაშვილს, პოლიტიკა, მედია და ფული - სამივე კრიტერიუმი არის დაკმაყოფილებული. იგივე ეხება: ხაზარაძეს, სააკაშვილს და არიან კონკრეტული ოლიგარქები საქართველოში და უკრაინულ კანონს თუ დავაკოპირებთ, ის მათზე გავრცელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა