ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მმართველ გუნდს ევროკომისიის დოკუმენტში წარმოდგენილ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მმართველ გუნდს ევროკომისიის დოკუმენტში წარმოდგენილ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი თითქმის ყველა პუნქტი ასოცირების ხელშეკრულებაშიც იყო შეტანილი, შესაბამისად, მათ შესრულებაზე სრული მზადყოფნა გამოხატეს.

„ვერავინ ვერ ამბობს რომელ ვალდებულებას არ ვასრულებთ, ვალდებულებებს დღემდე ვასრულებთ და მანამდეც ვასრულებდით. რაც შეეხება რეკომენდაციებს რომელიც არის მოცემული ევროკომისიის დოკუმენტში, არის 12 რეკომენდაცია. ჩვენ ამაზე გამოვხატეთ მზადყოფნა, ასოცირების ხელშეკრულებაში იყო შეტანილი თითქმის ყველა პუნქტი, ეს იყო შეჯერებული ჩვენს და ევროკავშირს შორის. ჩვენ არამხოლოდ მზად ვართ, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ, არამედ მთელ რიგ პუნქტებზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, გამომდინარე აქედან, ყველაფერი დღესავით ნათელია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ დაგროვილ ქონებას და ბაკურიანში, პრემიერის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთს ეხებოდა.

„არავითარი ტყე იქ არ იყო, ოთხი ხე რომ დგას ეგ არის ტყე? ეს არის ტყული და თქვენი „ფეიკია“, სირცხვილია უბრალოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა