აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და ტრანსნაციონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ტრანსნაციონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდის“ გენერალურმა მდივანმა რაფალ მარცინ ვასიკმა.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის უფრო გაღრმავებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული პროგრამების/პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებებით.

შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ტრანსნაციონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდის“ გენერალურ მდივანს რაფალ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდისგან“ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მიღებულ იქნა არაერთი ჰუმანიტარული დახმარება - 1 რეანომობილი, 50 000 ცალი KN95 ტიპის სამედიცინო პირბადე, 28 412 ცალი სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, 76 665 ცალი შერეული სამომხმარებლო საქონელი და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს