პრემიერი - რეფორმების დიდი ნაწილი ისედაც იყო ჩადებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც 1 თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან - ეს უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება

რეფორმების დიდი ნაწილი ისედაც იყო ჩადებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან - ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება - ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მშვიდად იმართოს და „ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.“

„ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ისტორიული ჩანაწერია, დაკანონდება, დამტკიცდება ევროპული საბჭოს მხრიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბუნებრივია, ჩვენი მთავრობა, პარლამენტთან ერთად მოტივირებული ვართ, რომ გავაგრძელოთ ყველა რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვისაა საჭირო. რეფორმების დიდი ნაწილი ისედაც იყო ჩადებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ეს ბევრ კითხვას აჩენს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე. გვჭირდება სიმშვიდე. პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად, მტკიცედ და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. მთავარი, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ თქვა - ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი. ევროპამ კარი გაუღო საქართველოს - ეს არის მთავარი მიღწევა.

მინდა შევახსენო ოპონენტებს - 2012 წლამდე ასოცირების შეთანხმების პროცესი დაწყებული იყო, 2010 წელს დაიწყო, მაგრამ დროში იყო გაწელილი. ახსენდება ვინმეს, რატომ არ იყო კრიტიკა? რატომ არ იყო კრიტიკა არავის მხრიდან იმაზე, თუ რატომ არ იყო საქართველო მოწინავე პოზიციებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, უკრაინამ რატომ დაიწყო უფრო ადრე შეთანხმების პროცესი; ან ვიზალიბერალიზაციის პროცესი რატომ დაიწყო უკრაინამ ჩვენზე ადრე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან