საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად  „მეფის საშვს“ ვერ მიიღებს - არავითარი დაჩქარებული პროცედურა, გაწევრიანებას დრო დასჭირდება

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი კლემან ბონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეიძლება წლები დასჭირდეს და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ქვეყანა ბლოკში სწრაფად შესვლას ვერ მოახერხებს.

„არავითარი დაჩქარებული პროცედურა, არავითარი „მეფის საშვი“. მათ ჯერ უნდა დაასრულონ ომი, აღადგინონ ქვეყანა, დააკმაყოფილონ ყველა დემოკრატიული და ეკონომიკური მოთხოვნა. ამას დრო დასჭირდება,“- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები უკრაინას მისცემენ სიგნალს ღიაობის შესახებ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 23-24 ივნისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა