ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ ბედავთ საერთოდ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს?! 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკმა, მკვლელმა, მჩაგვრელმა სისტემამ

2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, რამაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ქვეყანაში დიქტატურა იყო დაკანონებული.

„ძალიან არ მოსწონთ მძიმე ხელწერის შეხსენება, მაგრამ კიდევ შევახსენებთ - პირველ ოქტომბრამდე არათუ თავისუფალი მედია, არც სასამართლო არსებობდა, არავითარი ნიშანწყალი, აქ დღითი-დღე დაკანონებული იყო დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი, ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის, რომლებიც ყოველდღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. რა მდგომარეობა იყო, რა ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან ეს ადამიანები, რა მორალი გაქვთ საერთოდ, როგორ ბედავთ საერთოდ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს?! 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკმა, მკვლელმა, მჩაგვრელმა სისტემამ. სულ რაღაც 4 მლნ ვართ მოსახლეობა დღეს. ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ ცოცხებით, ხელკეტებით, ადამიანს არავითარი განცდა არ ჰქონდა დაცულობის, ათასობით საქმე იყო სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული იმ შემთხვევების ოდენობა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. 152 შემთხვევაა გაგზავნილი სტრასბურგში და მათ დროს იყო 5 ათასი შემთხვევა. გესმით, ხომ ადამიანს აქ ჩაგრულო, ნატანჯ, ნაწამებ ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის