პრემიერი ლევან ხაბეიშვილს - ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ

ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს.

პლენარულ სხდომაზე ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმით, 2008 წლის ომის დროს „მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები ვიხილეთ“.

„რომელი გარბოდა? ერთი გვარი დაასახელე ვინ გაიქცა და პირადად შენ სად იყავი აგვისტოს ომის დროს“, - მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს.

თავის მხრივ, ღარიბაშვილმა მათ მოუწოდა, რომ ასეთი დეპუტატების გვარები ათეულობით არსებობს.

„ნუ ყვირი, წყნარად იყავი მანდ, მიბრძანდი გარეთ. ერთი კი არა, ათეულობით გვარი არის დაფიქსირებული. მე თბილისში ვიყავი, ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ღარიბაშვილმა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ეხება“.

„ჩვენ რუსეთთან გვაქვს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ 2012 წლამდე ეს ურთიერთობა აღედგინათ, დღეს კი აკრიტიკებენ. ომი ტრაგედია და უბედურება იყო, რაც გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები. ქვეყნიდან გარბოდით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს