მამუკა ხაზარაძე - ადამიანისგან, რომელსაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და ამდენ ტყუილს კადრულობს, არაფერი უნდა გაგიკვირდეს - თუ ეს პრემიერია, ნუ გვექნება იმედი, რომ ქვეყანა წინ, ევროპისკენ წავა

ადამიანისგან, რომელსაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და ამდენ ტყუილს კადრულობს, არაფერი უნდა გაგიკვირდეს. თუ ეს პრემიერია, ნუ გვექნება იმედი, რომ ქვეყანა წინ, ევროპისკენ წავა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გერქვას პრემიერი, ემსახურო ერთ კაცს და არა ქვეყანას, დანაშაულია.

„ადამიანისგან, რომელსაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და ამდენ ტყუილს კადრულობს არაფერი უნდა გაგიკვირდეს. თუ ეს პრემიერია, მაშინ ნურავის ექნება პრეტენზია, რატომაა ქვეყანა ასეთ დღეში და ნუ გვექნება იმედი, რომ ის რამეს შეცვლის და ქვეყანა წინ, ევროპისკენ წავა. გერქვას პრემიერი, ემსახურო ერთ კაცს და არა ქვეყანას, დანაშაულია!!“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?