გიგი წერეთელი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი გამოსვლა ღარიბაშვილის,  როგორც პრემიერის დასასრული იყო - მან რიხიანი, შემტევი, ძალიან უტიფარი გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვა

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გამოსვლა ღარიბაშვილის, როგორც პრემიერის დასასრული იყო, მან პრაქტიკულად ასეთი რიხიანი, შემტევი, ძალიან უტიფარი გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშმა, რომელიც მან პარლამენტში წარადგინა, მთლიანად დაანგრია პერსპექტივა იმისა, რომ დეპოლარიზაციაზე შეიძლება ლაპარაკი იყოს.

„მე დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] გადაწყვიტა, წავიდეს. ნუ, მან კი არ გადაწყვიტა, რომ წავიდეს, გადაწყვეტილება იმან მიიღო, ვინც იღებს.

ამ გამოსვლამ და პრემიერის ამ ე.წ.-მა ანგარიშმა, ჩემი აზრით, მთლიანად დაანგრია ნებისმიერი მითი და პერსპექტივა იმისა, რომ დეპოლარიზაციაზე შეიძლება ლაპარაკი იყოს. ეს იყო უკიდურესად, პოლარიზების კიდევ უფრო გამრავლებული ხარისხი, ძალიან დიდი უფსკრულის გაჩენა და მე ვფიქრობ, იმ მოცემულობასთან სრულიად არაადეკვატური, რომელიც დღეს გვაქვს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა