ანა ბუჩუკური პრემიერს - ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ 10 წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ, ეს არ იყო იმ პრემიერის ანგარიში - ლოკოკინების ქარხნის გახსნის გარდა, ბოლო 2 კვირაში რა გააკეთეთ

ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ, ლოკოკინების ქარხნის გახსნის გარდა, თქვენ და თქვენმა მთავრობამ რა გააკეთეთ, რა შეხვედრები გქონდათ და ვისთან?!, - ამ კითხვით მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა.

ანა ბუჩუკურის თქმით, ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება შეფასებას და გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან.

მისი შეფასებით, ეს იყო ანგარიში "ნაციონალური მოძრაობის"10 წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ.

"ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ორივე მხარისგან, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო ის, რომ დღეს ჩვენ პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან მოვისმინეთ ანგარიში ნაციონალური მოძრაობის 10 წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ. ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება შეფასებას და გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან. მთელი თქვენი გამოსვლა, ბატონო ირაკლი, დაუთმეთ შედარებას "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმთან. ბატონო ირაკლი, ევროკავშირი არ აფასებს ჩვენს ქვეყანას 10 წლის წინანდელ პროგრესთან, ეს არის თქვენი პერსონალური ტრაგედია, რომ ვერ გამოხვედით ამ 2012 წლის რეალობიდან", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკური დაინტერესდა, რას აკეთებს მთავრობა ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ.

"ჩვენს მოქალაქეებს დღეს ბევრად მეტი უნდათ, ბევრად უკეთესი უნდათ. ევროკავშირი არ აფასებს 10 წლის პროგრესს, ევროკავშირი აფასებს ბოლო 1 წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ განიცადა უკუსვლა, ქვეყანამ, რომელიც წლების განმავლობაში, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში იკავებდა ლიდერის, ჩემპიონის სტატუსს. თქვენ ერთი რისი აღიარებაც გამოგივიდათ, ნამდვილად თქვენი და თქვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ნაცვლად სტატუსისა, ჩვენ მხოლოდ პერსპექტივა გვერგო.

ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ, ანუ ბოლო 2 კვირაში, გთხოვთ კონკრეტულად გვითხრათ, თქვენ და თქვენმა მთავრობამ რა გააკეთეთ, რა შეხვედრები გქონდათ და ვისთან, ვიცით რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გახსნა. ლოკოკინების ქარხნის გახსნის გარდა, ბოლო 2 კვირაში რა გააკეთეთ, კონკრეტული პასუხი რომ გამცეთ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა