26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

რუსეთის საგარეო უწყება დასავლეთს აფრთხილებს, ლიეტუვასა და რუსეთს შორის დაპირისპირების დროს, ნატოს მე-5 მუხლის ორმხრივი თავდაცვის პუნქტის გააქტიურებაზე საუბარი შეწყვიტონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ლიეტუვასა და რუსეთს შორის დაპირისპირების დროს, ნატო-ს მე-5 მუხლის ორმხრივი თავდაცვის პუნქტის გააქტიურებაზე საუბარი შეწყვიტონ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"რუსეთთან კონფლიქტის თემის შესახებ რიტორიკული თამაშები სახიფათოა", - განაცხადა რიაბკოვმა.

შეგახსენებთ, რიაბკოვის განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის პასუხს კითხვაზე, უჭერს თუ არა შეერთებული შტატები მხარს ლიეტუვას, რუსეთის მხრიდან რაიმე საფრთხის შემთხვევაში, რაზეც ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა არის ნატო-ს წევრი და მას მხარს უჭერენ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა