მამუკა მდინარაძე - დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ

დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ. სინამდვილეში ეს მძიმე შეურაცხყოფის ფონზე, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა იყო , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ყველა წარმატება „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამას ხელი შეუშალოს და „თან აქაური პოზიტივი თავისზე მიიწერონ“.

„ რაღაცა უკადრებელს გკადრებენ და შემდეგ პასუხს გასცემ, ეს არის თურმე კადრება, ვითომ შენ დაიწყე ამაზე საუბარი. გურულის ანეკდოტის არ იყოს: „მე დევიწყე ბიძიაო“, თუ აი, დაახლოებით აქა ვართ რა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა:

„მინდა იმ რეზოლუციაზე შეფასება კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომელსაც ხშირად ვუსვამ ხოლმე ხაზს, სადაც სიტყვა სიტყვით წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სამოქალაქო მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას წარმოადგენდა“ და მე-6 პუნქტში: „რუსეთის საპასუხო შეტევამ...“ ასეთი ფრაზაა და ამას ბატონი აკო მინაშვილი ხელს აწერს, მხარს უჭერს, დღეს რომ ძალიან გაგვიბრაზდა, ემოციებით რომ იყო. ამიტომ ვეკითხები: ეს ასე იყო თუ ღალატია? მესამე ვერ იქნება. ასე რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვათ, მაგრამ ასე რომ არ იყო და ამას მხარი დაუჭირეს, რა ჰქვია ამას?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი