თეონა აქუბარდია პრემიერს - გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში

გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ასევე, მან პრემიერს კითხვით მიმართა, თუ რა გეგმა აქვს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ, მე დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ უკეთესები ვართ არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე, არამედ ევროპულ ქვეყნებზეც, ხრუშოვის 57 წელს გამოსვლის ლოზუნგი გამახსენა, როდესაც ის ამბობდა „დავეწიოთ და გავასწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს". სწორედ ამ საბჭოური ლოზუნგის სტილში გქონდათ თქვენ დღევანდელი გამოსვლა, იმ პროგრამაში, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ დღეს სიტყვა არ გიხსენებიათ. უკვე რიგით მეორე საანგარიშო წელია გვპირდებით, რომ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობას დაიწყებთ და კარგად იცით, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხედ არის შეფასებული, თუმცა აბსოლუტურად რუსული დეზინფორმაციის სტილში გქონდათ გუშინ ყატარში გაკეთებული განცხადება: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრები". ამის შემდეგ თქვენ აპელირებას აცხადებთ, რომ ეს არის NATO-ს პოზიცია, შესაბამისად, მე გეკითხებით, როდესაც კონსტიტუციაში თქვენმა გუნდმა ჩაწერა, რომ NATO და ევროკავშირი არის ქვეყნის არჩევანი, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის, რომ NATO-ს და ევროკავშირის წევრები გავხდეთ, არის თუ არა თქვენი განცხადება იმ კურსის მაჩვენებელი, რომელიც NATO-ზე უარს ნიშნავს, ისევე როგორც ევროკავშირთან მიმართებაში?! გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში?! ასევე გეკითხებით, თუ რა გეგმა გაქვთ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება?! ამ გზავნილებით აპირებთ იმ წინა პირობების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა?! თუ აპირებთ, რომ ტყუილი გამარჯვებებით კვებოთ ხალხი და ქვეყანა წაიყვანოთ უფრო ღრმად რუსეთისკენ?!" - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს