პრემიერი ოპოზიციას - შეურაცხყოფაზე ჩემგან 10-ჯერ მეტი მიიღეთ და ასეც იქნება ყოველთვის - იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება და მეც ათმაგად დაგიბრუნებთ

ამ 10-წლიან პერიოდში რაც შევძელით ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც მისასალმებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი პოლარიზება, შფოთვა და საზოგადოებაში არეულობის შემოტანაა.

“არცერთი მმართველის პირობებში არ ყოფილა ასეთი გრძელვადიანი მშვიდობა, დაწყებული პირველი პრეზიდენტის, შევარდნაძის შემდეგ, სააკაშვილის დროს იყო მუდმივი შიდა ომები, არეულობა თუ კონფლიქტები. ასე რომ, მეგობრებო, ამ მშვიდობას და სტაბილურობას დაფასება, შენარჩუნება, განმტკიცება სჭირდება და არა მუდმივი არეულობა, ჩვენი ქვეყნის მუდმივი დესტაბილიზაცია. როცა პოლარიზაციაზე საუბრობთ, უკაცრავად, არის თუ არა ეს პოლარიზაცია თქვენგან მომდინარე? წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ არავითარი რეპლიკები არ დაგეწყოთ, ჩემი წლიური ანგარიში მოგესმინათ, შემდეგ გამოსულიყავით და ნებისმიერი კითხვა დაგესვათ. გაგვემართა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ტიპის დებატები. ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ, პირიქით, გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ჩვენი ხალხი მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ამყოფოთ. ამ 10-წლიან პერიოდში რაც შევძელით ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც მისასალმებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, თუ მშვიდობა არ იქნება ქვეყანაში, არავითარი განვითარება და არც ევროპული პერსპექტივა არ იქნება.

„ამიტომ, ამას სჭირდება მეტი გონივრული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თქვენგან, თუ ქვეყანა მართლა გიყვართ“, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, რომ თუ პოლარიზაციის შემცირება სურთ, შესაბამისად მოიქცნენ.

„ჩვენ მართლაც გვინდა ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წარმომიდგენია. გამოვედი, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამაზე შეურაცხყოფა, ლანძღვა დაიწყეს, ამაზე ჩემგან 10-ჯერ მეტი მიიღეს და ასეც იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება, ასევე ათმაგად დაგიბრუნებთ ყველას კონსტრუქციულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის