ირაკლი ღარიბაშვილი - აღარ ვარ ჩხუბის ხასიათზე, გაჩერდით, სანამ შეგახსენეთ რაღაცები - ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ

რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს, პუტინს? ამით რისი თქმა გინდათ ბატონო რომან? და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან ამით ან ხალხს, ან ქვეყანას, ან თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ მაგით? თქვენ რომ ახსენეთ, რა მერე, მაგარი კაცი ხართ? რა გააკეთეთ ამით? რა აჩვენეთ ხალხს? რისი ჩვენება გინდათ, რა სპექტაკლებს დგამთ? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის შეკითხვას, რატომ არ ახსენა ქვეყნის პრემიერმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნება - „ეროვნული ინტერესები“ უცხოა.

„2014 წელს ვახსენე? კარგია, რომ მეცადინეობთ და ითვლით წლებს. თქვენთვის, ბატონო რომან, ცნება ეროვნული ინტერესები არის უცხო. არ მინდა ახლა ვაწყენინო, ადრე ვუთხარი, ახლა აღარ ვარ ჩხუბის ხასიათზე. გაჩერდით, სანამ შეგახსენეთ რაღაცები! ცნება - „ეროვნული ინტერესი“ ამ ადამიანებმა არ იციან, თავს გაწირავენ, ირბენენ სხვა ქვეყნის დროშებით. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველა ქვეყანას მინდა მშვიდობა ვუსურვო და მინდა ყველას კეთილდღეობა ვუსურვო, მეგობრებო, ჯერ თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ! თქვენ რა გაგიკეთებიათ ბატონო რომან? ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენი მიწა - წყალი, თქვენ, თქვენმა ხელისუფლებამ დაკარგა ტერიტორიები, კოდორი, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი აღიარებინეთ რუსეთს. რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მომხდენი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 2 მნიშვნელოვანი რეგიონი. ვიღაცებმა გუშინ დაიწყეს საუბარი, რომ ნატო-ში უნდა შევიდეთ ამ ტერიტორიების გარეშეო, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა რისკებს უქმნიან ქვეყანას? თითქოს, ამათი მოტანილია ეს ტერიტორიები. მეგობრებო, ასე უდიერად რომ ეპყრობოდით ქვეყნის ტერიტორიებს, რომ გაფლანგეთ, გაანიავეთ, ჩააბარეთ ტერიტორიები, შემოიყვანეთ რუსული ჯარი, დააბრუნეთ, ამიტომ ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ! თქვენნაირი ხალხი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში, ამას ხალხი არ დაუშვებს. ეს იცოდეთ კარგად!“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა