პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, არ ავყევით არც ოპოზიციის პროვოკაციებს, არც მათი პარტნიორების, უკრაინელების მოწოდებას, რომ აქ მეორე მარიუპოლი მოეწყოთ

ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. არ ავყევით ამათ [ოპოზიცია] მავნებლურ პროვოკაციებს, არც მათ განზრახვებს, მათი პარტნიორების, უკრაინელების მოწოდებას და სურვილებს, რომ აქ მეორე ფრონტი და მეორე მარიუპოლი მოეწყოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, ევროპაში მსგავსი ზრდა არ არის.

„ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. არ ავყევით ამათ [ოპოზიცია] მავნებლურ პროვოკაციებს, არც მათ განზრახვებს, მათი პარტნიორების უკრაინელების მოწოდებას და სურვილებს, რომ აქ მეორე ფრონტი და მეორე მარიუპოლი მოეწყოთ. ეს ყველაფერი ავირიდეთ თავიდან. ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა, არსად არ არის მსგავსი. წელს პირველ კვარტალში 14.4 % ეკონომიკური ზრდა იყო, არსად არ არის ევროპაში. ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა ამერიკაში და ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში. თურქეთში 73%-იანი ინფლაციაა, მოლდოვაში 27% და ჩვენ ამ დროს 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ვახერხებთ, თან ეკონომიკის ორნიშნიანი ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს