ირაკლი ღარიბაშვილი - კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას  მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს - გადაეცით ეს დღესვე!

კარ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის. ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მათგანად შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა.

„ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერის-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმა განაცხადა,რომ ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის. ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მათგანად შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა და განაცხადა, რომ კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული.

„ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო