უკრაინის საგარეო უწყება - მივესალმებით გაერო-ს გენერალური მდივნის მცდელობებს, რომ უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა მოხდეს - კონსულტაციები მიმდინარეობს

უკრაინის საგარეო უწყება - მივესალმებით გაერო-ს გენერალური მდივნის მცდელობებს, რომ უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა მოხდეს - კონსულტაციები მიმდინარეობს

მივესალმებით გაერო-ს გენერალური მდივნის მცდელობებს, რომ უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა მოხდეს. კონსულტაციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე კონკრეტული შეთანხმება არ არის მიღწეული.

"მივესალმებით გაერო-ს გენერალური მდივნის მცდელობებს, რომ უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა მოხდეს. კონსულტაციები მიმდინარეობს. უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის ამ ეტაპზე, კონკრეტული შეთანხმება არ არის მიღწეული. უსაფრთხოება უკრაინის პოზიციის მთავარ ელემენტად რჩება", - წერს ნიკოლენკო.