პრემიერი - ადამიანები აქციაზე გამოვიდნენ ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები - როცა პარტია ცდილობს, მიითვისოს ის, რაც ხალხს ეკუთვნის, ამორალურია

ადამიანები აქციაზე გამოვიდნენ ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები - როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის ხალხს, ეს ამორალურია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინა ხელისუფლებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია.

„ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. არა მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანია, ვინც აქციაზე გამოვიდნენ. ეს ადამიანები გამოვიდნენ აქციაზე ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები, როგორ მოგწონთ?! მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ იდეას. როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის ხალხს, ეს ამორალურია, მითუმეტეს ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. პირიქით, მათ ყოველდღიური მმართველობა საქართველოს ევროპას აშორებდა. ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ, არანაირი რეალური ხელშესახები შედეგი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს