პრემიერი - კარგად ვიცით, ვინ იყო ორგანიზატორი: ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და „სირცხვილია“ , ამათ უკან დგას სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, მათი წახალისებული იყო ვითომ „ღირსების მარში“

არავის მოგვეწონა 5 ივლისის მოვლენები - ის თავდასხმები, რომელიც განხორციელდა ოპერატორებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამაზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია და 30 ადამიანზე მეტი არის დაჭერილი და გასამართლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, „დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება“.

„კარგად ვიცით ვინ იყო ამის ორგანიზატორი. ეს იყო ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და „სირცხვილია“ - ეს ერთი ორგანიზმია. ამათ უკან დგას სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ „ღირსების მარში“, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. ეს იყო პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. მათ სურდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. არეულობა, შეტაკებები, რათა პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა [ოპოზიციამ]. რაც მოხდა მანამდე, დილის საათებში, ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა, ცალკეული ინდივიდების, მოქალაქეების მხრიდან მეორე, სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ, რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და გაასამართლა ყველა დამნაშავე.

რაღა პასუხი უნდა გაგცეთ, ხალხმა პასუხი უკვე გაგცათ 8-ჯერ. ლუზერები არიან, 8-ჯერ წააგეს არჩევნებში და ვერ ხვდებიან, რომ პერსპექტივა უბრალოდ არ აქვთ. 8-ჯერ წააგეს, მეტი რა გინდათ?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო