SNGP-ის პაკეტი, სხვა ნებისმიერი ყოველწლიური პროგრამა, სამოქმედო გეგმა, ყველაფერი, ყოველთვის ზედმიწევნით არის შესრულებული ჩვენი მხრიდან. ნატო-ს ჩვენთან მიმართებაში არ აქვს არანაირი შენიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„მე მინდა გამოვყო რამდენიმე, ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო, არის ერთობლივ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ნატო-ს გენმდივანთან, ბატონ სტოლტენბერგთან ერთად გავხსენით კრწანისში, რომელიც დღემდე ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს.
ამას გარდა, SNGP-ის პაკეტიც, სხვა ნებისმიერი ყოველწლიური პროგრამა, სამოქმედო გეგმა, ყველაფერი ყოველთვის ზედმიწევნით არის შესრულებული ჩვენი მხრიდან. ნატო-ს ჩვენთან მიმართებაში არ აქვს არანაირი შენიშვნა. თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, იქნება ეს ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით რეალური ეფექტური, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენი გმირი სამხედროების მომზადება და მათი თავსებადობა ნატო-ს ძალებთან, რომელიც რეალურად მყარდება ყოველწლიურად და ეს ჩვენს მიერ ჩატარებულ, განხორციელებულ ყოველწლიურ წვრთნებშიც არის გამოხატული და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს სამხედროებს მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის 28-30 ივნისს მადრიდში, ნატო-ს სამიტზე მიემგზავრება. პრემიერის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი და მიღწევები რომლებიც ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით აქვს.
"ახლა რაც შეეხება ნატოს წევრობის საკითხს. მეგობრებო ძალიან ბევრი რამ საჯაროდ არ ითქმის, მე ჩემი პრემიერ-მინისტრობის რანგში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საუბარი მაქვს ჩვენს კოლეგებთან ნატოს ხელმძღვანელობასთან.
„მივემგზავრები მადრიდში და მივიღებ მონაწილეობას ნატო-ს მადრიდის სამიტში, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით იმას რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი და მიღწევები რომლები ჩვენ გვაქვს, ჩვენს ჯარს და ჩვენს ქვეყანას აქვს სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ზოგადად თავსებადობის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"