ირაკლი ღარიბაშვილი  - პრობლემა, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე იყო, ამ ეტაპისთვის მოწესრიგებულია

ის პრობლემა, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე იყო, ამ ეტაპისთვის მოწესრიგებულია. კომპანიებს 200-300-400%-იანი ფასნამატები ჰქონდათ. წარმოგიდგენიათ თქვენ? ეს პირდაპირ ჩვენი ხალხის ძარცვა იყო და თითქოს არაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა მედიკამენტებზე, დაახლოებით, 55 მილიონ ლარამდე დაზოგა.

“ამხელა მოგებით რომ ყიდი წამალს საკუთარ ხალხზე, არ ვიცი ამას რა ჰქვია. ეს არის ამორალური საქციელი. რა თქმა უნდა, მთავრობა ჩაერია და ჩაერევა კიდეც, როცა საკითხი ჩვენი ხალხის უფლებების დაცვას ეხება”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსთან 2 თუ 3 კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლებსაც საქართველოში ქარხნების გახსნის და წამლების წარმოების სურვილი აქვთ.

“ჩვენ ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური ძალიან მაგარი ქარხნების მფლობელები დაგვიკავშირდნენ. აქედან 2 თუ 3 უკვე ინტენსიურ საუბარს აწარმოებს სამინისტროსთან. მათი სურვილი არის, რომ საქართველოში ახალი ქარხნები გახსნან და აქ მაღალი ხარისხის წამლების წარმოება დაიწყონ. ეს თუ მთავრობის ჩართულობის გარეშე მოხდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი საქმეა და ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო