გიორგი მარგველაშვილი - დავიწყებდი სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებით და დავასრულებდი გვარამიას ციხიდან გამოშვებით, ეს 24 ივნისამდე არგუმენტი იქნებოდა

დავიწყებდი სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებით [საზღვარგარეთ] და დავასრულებდი გვარამიას ციხიდან გამოშვებით. ეს არის ის, რაც 24 ივნისამდე არგუმენტი იქნებოდა, იმ სახალხო ზეიმის ფონზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ორი დღის წინ ევროპას და საქართველოს აჩვენა, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აუცილებელია პოლიტიკური კალენდრის შექმნა, რომელშიც ნაგულისხმევი იქნება, მომდევნო 6 თვეში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„დღეს მნიშვნელოვანი 24 ივნისის მოლოდინის პროცესში ისეთი შედეგის დადება, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დავიწყებდი სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებით [საზღვარგარეთ] და დავასრულებდი გვარამიას ციხიდან გამოშვებით. ეს არის ის, რაც 24 ივნისამდე არგუმენტი იქნებოდა, იმ სახალხო ზეიმის ფონზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ორი დღის წინ ევროპას და საქართველოს აჩვენა. ამის ფონზე, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მომავალ 6 თვეში, პოლიტიკურ კალენდარში არაფერი არ არის, ეს არის პრობლემა. მომავალ 6 თვეში არჩევნები რომ იყოს, ან რამე ასეთი ხდებოდეს, გასაგები იქნებოდა ამ დინამიკის ჩვენს წინაშე დადება, მაგრამ მომავალი 6 თვის პოლიტიკური კალენდარი ახლა შესაქმნელი და დასაწერია. მე ვერაფერს ვხედავ რეალურად ამ კალენდარში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის გარდა, სხვანაირად პოლიტიკურ დინამიკას ჩვენ ვერ შევქმნით.

მიზანი, რომლისკენაც საქართველო უნდა ისწრაფოდეს, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად, აღარ იყოს ერთპარტიული მმართველობა და ამ ერთპარტიული მმართველობის უკან არ იდგეს ოლიგარქი. სხვა ყველა ვარიანტი არის რეალურად თავის მოჩვენება და იმის თქმა, რომ ჩვენ ამ 6 თვეში რაღაცნაირად მივაღწევთ მიზანს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო