ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, არა თუ, ასე ვთქვათ, მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც გამოვიდნენ ამ აქციაზე ევროპული იდეის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა, საბოლოო ჯამში

რამდენიმე კითხვა დაისვა ოპოზიციის მხრიდან და ახსენეს 20 ივნისს გამართული აქცია - ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, არა თუ ასე ვთქვათ მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც გამოვიდნენ ამ აქციაზე ევროპული იდეის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა საბოლოო ჯამში, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პირიქით, მათი ყოველდღიური მმართველობა აშორებდა საქართველოს ევროპისგან.

„აქციაზე გამოვიდნენ ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები, როგორ მოგწონთ? - მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ იდეას, ასე რომ, როცა ადამიანი, პოლიტიკური ძალა ცდილობს რომ მიითვისოს ის, რაც მათ არ ეკუთვნით, არამედ ეკუთვნის ხალხს, ეს არის ამორალური საქციელი. მითუმეტეს ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, არაფერი საერთოდ, პირიქით. მათი ყოველდღიური მმართველობა აშორებდა საქართველოს ევროპისგან, არაფერი გაუკეთებიათ ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი საერთოდ, არავითარი ხელშესახები რეალური, კონკრეტული შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა