ირაკლი კობახიძე - არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს - სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ

ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ დასკვნაში. არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს - მაგრამ სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას კანდიდატის სტატუსი სწორედ იქ მიმდინარე ომის გამო მისცეს.

„ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ ეს არის, მათ შორის, მაკრონის სიტყვები, რომ ომის გამო აძლევენ, მაგალითად უკრაინას კანდიდატობას მაშინ, როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. თქვენი არჩევანია, რაც გინდათ შეგიძლიათ ის თქვათ, მაგრამ მე გეტყვით რა არის სირცხვილი. სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ. ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგები, რაც გქონდათ 2008 წელს.

რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით ჩვენს წინსვლას, მე შეგახსენებთ, თქვენი ხელისუფლების დროს რა ხდებოდა და როგორი იყო ჩამორჩენა. EaP-ის სამოქმედო გეგმა ჩვენ გადმოგვცეს ორი წლით გვიან, ვიდრე უკრაინას. ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებები ჩვენთან დაიწყო 4 წლით გვიან, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში. ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებები ჩვენთან დაიწყო თქვენი ხელისუფლების გაჭიანურების გამო, სამი წლით გვიან, ვიდრე უკრაინაში. თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ გავასწარით უკრაინას როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში