ირაკლი კობახიძე - 24 ივნისის აქციაზე „შულავერის კომიტეტის“ სახელებით და გვარებით გამომზეურება მოხდება

ვანო ჩხიკვაძე არის დღევანდელი სერგო ორჯონიკიძე - ადამიანი, რომელიც ორი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, დღემდე იმ „სოროსის ფონდის“ თანამშრომლად რჩება, რომელიც დღეს აქციას „სირცხვილიას“ სახით აფინანსებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვანო ჩხიკვაძე არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და იმის ილუსტრაცია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ ევროპის წინააღმდეგ იბრძოდა.

„ვანო ჩხიკვაძემ ორი კვირით ადრე დასკვნა დაწერა იმის შესახებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ეს „სოროსის ფონდი“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც არის „სირცხვილიას“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. ვანო ჩხიკვაძე დღემდე „სოროსის ფონდში“ მუშაობს. ძალიან მარტივად იკვრება ლოგიკური ჯაჭვი. ადამიანი, რომელიც ორი კვირის წინ მოღალატეობრივად ამტკიცებდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, დღემდე რჩება იმ „სოროსის ფონდის“ თანამშრომლად, რომელიც დღეს აქციას „სირცხვილიას“ სახით აფინანსებს და დღემდე არავის გაუკრიტიკებია ვანო ჩხიკვაძე და არავის უწოდებია მისთვის მოღალატე - კაცისთვის, რომელიც ჩვენი კანდიდატობის წინააღმდეგ პირდაპირ იბრძოდა. ეს არის თქვენი სახე. ვანო ჩხიკვაძე არის თქვენი სახე და იმის ილუსტრაცია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ევროპის წინააღმდეგ იბრძოდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე, ე.წ. შულავერის კომიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20 ივნისის აქციაზე დაანონსდა, რომ 24 ივნისის აქციაზე, „შულავერის კომიტეტის“ სახელებით და გვარებით „გამომზეურება მოხდება“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია