არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ოპონენტები გახდნენ - განცხადებები, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და გვარამია თავისუფალი მედია, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის ოპონენტები გახდნენ, მაგრამ არავის გაუმარჯვია საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, არავის მოუგია საკუთარ ქვეყანასთან ასეთი უსინდისო ბრძოლა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს საზოგადოებამაც დაინახა.

„არც ერთი ევროპარლამენტარის გამართლება არ სჭირდება იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ორი თვე არათუ ევროდერეფნებში დადიოდნენ და საკუთარ ქვეყანას ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არამედ ეთერებში, მათ შორის, საერთაშორისო მედიების ეთერებში ისხდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. თქვენც ხომ იცით, როცა პარლამენტში როცა საკითხი დადგა უჭერს თუ სტატუსის მინიჭებას უპირობოდ მხარს, უარყოფითი დამოკიდებულება აჩვენეს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რა განცხადებები უშველის იმას, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს საკითხები ევროკავშირში, როგორც საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხები, არ დგას.

"არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა და ადამიანის უფლებების გარანტი და არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია. ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებში ბოლო დღეებში საერთოდ არ მიიჩნევა ეს საკითხები საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხებად, ერთადერთი ვინც ცდილობს მედიის ზედაპირზე ეს ამოიტანოს, არის "ნაციონალური მოძრაობა" და მიერ მიერ მართული მედია,"- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა