გიული ალასანიას განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ალასანიამ „ტვ პირველთან“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა, ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხი. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შესაფერის კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას. ასევე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

„პირველად ეს გააჟღერა კლემენტ ბონმა, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან დაახლოებულმა პირმა, ის არის ევროპულ საქმეთა მინისტრი. ბრიუსელში ჩვენ ვესწრებოდით სხდომებს. დაგვასწრეს, როგორც საპატიო სტუმრები. გამოცხადდა, რომ სხდომას ვესწრებოდით მიხეილ სააკაშვილის დედა და ასევე შვილი, დარბაზი ტაშს უკრავდა.

ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხი. ლაპარაკი იყო ჩემი შვილის შესაფერის კლინიკაში გადაყვანასა და მკურნალობაზე და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.

ჩვენი სურვილი იყო, რომ საბოლოო დასკვნაში ჩაწერილიყო, რომ ჩვენთვის მოეცათ პოტენციური კანდიდატის სტატუსი. ცალ-ცალკე შეხვედრებზე, ყველა ამბობდა, რომ ერთობლივად მიიღება ეს გადაწყვეტილება. ამბობდნენ, რომ დასკვნა საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, არ ვიცით. დათქმები ყველა ვითარებაში უნდა შესრულდეს თუ ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ისინი უფრო არიან მოწადინებულები, უფრო გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე. ძალიან მოსწონთ ჩვენი ქვეყანა და უნდათ , რომ ჩვენი მომავალი იყოს კარგი. 1989 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო. უამრავი ადამიანი დაგვეღუპა ბრძოლაში. ნატო-ს ოპერაციები, სადაც აქტიურები ვიყავით, აქაც საკმაო მსხვერპლი გვქონდა. შემდეგ იყო ომი. ასევე ძალიან წარმატებული რეფორმები. გვახსოვს ჩვენი მინისტრები, როგორ უტარებდნენ რეფორმებს სხვა ქვეყნებს, მათი თხოვნით. ეს ყველაფერი ასე უკვალოდ ხომ არ ჩაივლის, იმედი გვაქვს, რომ დაფასდება“,- განაცხადა ალასანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა