შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტია.

„ეს ევროკავშირისთვის არის გადამწყვეტი მომენტი. ეს არის ასევე გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც დღეს ჩვენ გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ. დღეს, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ პროცესი გავააქტიუროთ“, - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში კი - ევროკომისიამ ევროპული პერსპექტივის რეკომენდაცია გასცა. 23-24 ივნისს ევროკავშირის სამიტი იმართება, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია